Saturday, December 10, 2011

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება:   გრემი,  ძველი სატახტო ქალაქი.


2.პროექტის მთავარი იდეა :გრემის ,როგორც სატხტო ქალაქის ისტორიის შესწავლა.


3.პროექტის აქტუალობა: გრემის მონასტრის ირგვლივ ონფორმაციების მოძიება, პრეზენტაციების მომზადება, ნახატებისა და ფოტო გამოფენების მოწყობა.


4.პროექტის მიზნები: ცოდნის დონისა და მოტივაციის ამაღლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების შეძენა.


5.მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.


6.ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.


7.მოსალოდნელი შედეგები: პირველ რიგში მოსწავლეები გაეცნობიან გრემის ისტორიას და სათანადოდ დააფასებენ.  მათ გამოუმუშავდებათ ურთიერთ -თანამშრომლობის უნარი, ისწავლიან ერთმანეთის პატივისცემას და კომუნიკაბელურობას, ასევე გამოუმუშავდებათ  მასალის კომპიტერულად  დამუშავების უნარ-ჩვევა.  გამოფენები, პრეზენტაციები, ჩანახატები, დღიურები ხომ თანმდევია პროექტისა.


8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, ფოტოაპარატი, დისკი, ვიდეო გადამღები,  თანხა.


9.პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები წავლენ გრემში, გამოიკვლევენ მის გეოგრაფიულ მდებარეობას. გაარკვევენ რომელ საუკუნეში და ვის მიერ არის აშენებული  სატახტო ქალაქი. გადაუღებენ გრემს ფოტოებს, გაესაუბრებინ იქ მყოფ ადამიანებს და გაიგებენ თქმულებებს , ლეგენდებს და საერთოდ ყველაფერს რაც კი მასალა არსებობს გრემთან  დაკავშირებით.


10საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურა, გეოგრაფია , ისტორია, ხელოვნება.


11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი) ლიკა თუშიშვილი


12ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:likuna.tushishvili@gmail.com


13პროექტის ვებ–გვერდი/ ბლოგი:  likatushi23.blogspot.com





No comments:

Post a Comment