Thursday, December 22, 2011

შობა

გილოცავთ ქრისტე შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!!






7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვეგებებით.



ამ დღეს ხორციელად იშვა მაცხოვარი, მხსნელი კაცობრიობისა - იესო ქრისტე.





მას კაცობრიობა ათწლეულების მანძილზე ელოდა.


მაცხოვრის შობა კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა!!! 


ღვთის განკაცება და ქალწულ მარიამისაგან ხორციელად შობა არის უდიდესი საიდუმლო ღვთისა. 

 
შობის ღამეს სანთელს ვანთებთ ფანჯარაში, რომ ღვთისმშობელი ჩვენთან მივიპატიჟოთ.


 სანთელს ვანთებთ ჩვენი ღრმა რწმენისა და იესო ქრისტეს მიმართ სიყვარულის ნიშნად.


შობის ღამე დგებაო, სასწაული ხდებაო,
წმიდა სანთელს ავანთებ ფანჯრის სარკმელზედაო,
შობის ღამეს მოვიხმობთ დედა ღვთისნშობელსაო,



სახლი მისი სტუმრობით მადლით აგვევსებაო,
შობის ღამე დგებაო , ქრისტე იბადებაო,
ყველა სასწაული ხომ შობის ღამეს ხდებაო......



მაცხოვრის შობის დღესასწაულს მარხვით , ლოცვით , აღსარებით,ზიარებით, წმიდა წერილის კითხვითა და ღვთის სათნო საქმეთა აღსრულებით ხვდებიან.



გფარავდეთ უფალი!!!



გაგაძლიეროთ!!!





მრავალს დაგასწროთ!!!!



No comments:

Post a Comment